Wednesday, June 6, 2012

თეატრალური ცხოვრების განვითარება




   1921-28 წლებში ქუთაისურ სცენაზე სპექტაკლებს დგამდნენ და დასს ხელმძღვანელობდნენ: შალვა დადიანი, სანდრო ყალაბეგიშვილი, იუზა ზარდალიშვილი, ალექსანდრე იმედაშვილი, შოთა მანაგაძე, ნიკო გოძიაშვილი და მიხეილ ქორელი. ამ პერიოდშიც თეატრის რეპერტუარი მკაცრ ცენზურას განიცდიდა მთავრობის მხრიდან და ეს იყო ხანა იდეურ-მხატვრული ღირებულებების გადაფასებისა.
ქუთაისი ქართული თეატრალური ხელოვნების მექად იქცა 1928-1930 წლებში, როდესაც აქ მოღვაწეობდა ქართული თეატრის რეფორმატორი კოტე მარჯანიშვილი. მის მიერ დადგმული სპექტაკლები კ.გუცკოვის ”ურიელ აკოსტა”, შ.დადიანის ” კაკალ გულში”,ე. ტოლერის ”ჰოპლა ჩვენ ვცოცხლობთ” მნიშვნელოვანი ეტაპია ქართუილი თეატრის ისტორიაში.იგი თეატრს ორი სეზონის განმავლობაში უძღვებოდა. ამ პერიოდში ქუთაისის სცენაზე თამაშობდნენ: ვერიკო ანჯაფარიძე, უშანგი ჩხეიძე, სერგო ზაქარიაძე, აკაკი კვანტალიანი, სანდრო ჟორჟოლიანი, იპოლიტე ხვიჩია და სხვა ვარსკვლავები.
       1938თეატრს სათავეში ჩაუდგა დოდო ათაძე. ქუთაისის თეატრის ისტორიის უბრწყინვალეს  პერიოდადაა აღიარებული ის წლები, როცა მას სათავეში ლადო მესხიშვილი ედგა  1893-1905წლები.. იგი პატრიოტული სულისკვეთებით გაჯერებულ სპექტაკლებს დგამდა, ამ დროს რეპერტუარში შედიოდა საუკეთესო ქართული, რუსული და დასავლეთ ევროპის დრამატული ნაწარმოებები. ქუთაისის თეატრში მუდამ აუარებელი ხალხი ყოფილა, თურმე... მაყურებელი შესჩვევია თეატრში სიმართლის დანახვასა და მჩაგვრელთა წინააღმდეგ პროტესტის გამოხატვას. ამის გამო ლადო მესხიშვილის პოლიტიკა შეუმჩნეველი არ დარჩენია მეფის რუსეთს და თეატრისთვის ცეცხლიც გაუჩენიათ. 1940 თეატრს მიენიჭა ლადო მესხიშვილის სახელი.




No comments:

Post a Comment