Wednesday, June 6, 2012

თეატრი დღეს

2008 წელს თეატრში გაიხსნა მცირე სცენა და 150წლის ისტორიის ამსახველი მუზეუმი,ასევე ამავე წლის 6 დეკემბერსთეატრში გაიხსნა ლიტერატურული სალონი.ლიტერატურული სალონის ინტერიერის დიზაინზე ესმა ხეცურიანმა იმუშავა. დიზაინერმა სალონი უშუალოდ თეატრში არსებული ძველი მასალით - დეკორაციით, კოსტიუმებით, ბუტაფორიით მოაწყო. ლიტერატურულ სალონში მისულებს შეუძლიათ, ისარგებლონ ბიბლიოთეკით, მოისმინონ კლასიკური და თანამედროვე მუსიკა ცოცხალი შესრულებით, დაესწრონ  წიგნის პრეზენტაციას, შეხვდნენ ცნობილ ადამიანებს და აქვე დააგემოვნონ უგემრიელესი ევროპული სამზარეულო.  






No comments:

Post a Comment