Thursday, April 19, 2012

ქუთაისის სახელმწიფო თეატრი

  ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრი ქუთაისის არქიტექტურულ ნაგებობათა შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრს. მშენებლობა დაიწყო 1934 წელს არქიტეკტორ შ. თავაძის პროექტით, ხოლო შემდგომ განხორციელდა 1944 წელს არქიტექტორ მ. შავიშვილის მიერ გადამუშავებული პროექტის საფუძველზე. თეატრის აგება 1955 წელს დასრულდა და იმავე წლის 5 ნოემბერს შედგა მისი საზეიმო გახსნა. თეატრი 1100 მაყურებელზეა გათვალისწინებული. თეატრი ძველ ქუთაისში შენობა აგებულია კლასიკური ელინური ეპოქისათვის დამახასიათებელი ტრადიციისა და სტილის დაცვით. ძველბერძნული ეპოქის არქიტექტურის ძირითად სამშვენისს წარმოადგენდა ფრონტონები, კაპიტელები, კარნიზები და კოლონები, რომლებიც ქმნიან ნაგებობის სიდიადესა და იშვიათი მომხიბვლელობის განწყობას. თეარის მაკეტი თეატრი ნახევრად წრიული ფორმისაა და აგებულია ეკლარის ქვით. წრეზე შემოყვება თაღოვანი კამარნარები. კოლონები იონური და კორინთული სტილისაა. თეატრის არქიტექტურაში გამოყენებულია ქართული საეკლესიო არქიტექტურისათვის დამახასიათებელი ნიშნები. წყარო: ქუთაისი, ტურისტის მეგზური

No comments:

Post a Comment