Friday, June 8, 2012

სპექტაკლი "დარისპანის გასაჭირი"


დარისპანის გასაჭირი 
დავით კლდიაშვილი


დარისპანის გასაჭირი
სურათი იმერეთის ცხოვრებიდან
რეჟისორი - გიორგი სიხარულიძე
სცენოგრაფია ვანო ხუციშვილისა
კოსტიუმების მხატვარი - თეო კუხიანიძე
მუსიკალური გაფორმება ზაზა ხუბუკელაშვილისა
ქორეოგრაფი - კახაბერ შარტავა
რეჟისორის თანაშემწე - ვახტანგ ამანათიძე
მონაწილეობენ:
გოგი ქავთარაძე, ავთანდილ სახამბერიძე, მარიკა სამანიშვილი, ირინე გუბელაძე,
ინგა კაკიაშვილი, თენგიზ ჯავახაძე, ნინო ჭოლაძე, გელა ებანოიძე
ხანგრძლივობა: 80 წუთი
პრემიერა შედგა 2010 წელს
სპექტაკლის შესახებ:
ბედნიერების ყალბ ნიღაბს ამოფარებულ, ცხოვრებისეული პრობლემებით გატანჯულ, ტრაგიკული ბედის ადამიანებს, ყოველდღიური ლუკმა-პურის მოპოვებისათვის ბრძოლამ ღირსება დააკარგვინა. ტყუილი გახდა მათი გარეგნული თავშესაფარი და სულისმოსათქმელი ადგილი. შინაგანად მართლები - მხოლოდ საკუთარ თავთან არიან. მსახიობებად ქცეულები, ზოგჯერ მაყურებლის როლსაც ირგებენ... მაგრამ ავტორი მათ არ დასცინის, პირიქით თანაუგრძნობს კიდეც, რადგან ყველაფრის მიზეზი ადამიანების გაუსაძლისი ეკონომიკური სიდუხჭირეა, რომელმაც მათ სხვა არჩევანი აღარ დაუტოვა... უსუსური მამა იძულებულია ქალიშვილი კარდაკარ ატაროს გასაყიდი პირუტყვივით, იქნებ როგორმე გაათხოვოს და პატრონი უშოვოს. ასეთ ყოფაში შეუძლებელია ადამიანმა თავისი კუთვნილი ადგილი იპოვოს... მაგრამ მისი შთამომავალი ფარხმალს არ ყრის, გაჭირვება ფიქრს ასწავლის, ცხოვრებისეულ გამოცდილებას მატებს და ისიც იმედით შეჰყურებს მომავალს..


No comments:

Post a Comment